გადაცემა “არჩევანის” და “P.S-ის” პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა ტელევიზია დატოვა

გადაცემა “არჩევანის” და “P.S-ის” პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა ტელევიზია დატოვა

loading...

 

 

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და არხიდან ნიკა გვარამიას დათხოვნის შემდეგ „რუსთავი 2-ზე“ საკუთარი თავი ამოვწურე, – უთხრა რადიო თავისუფლებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ პოლიტიკური და დღის გადაცემების უკვე ყოფილმა პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა რითაც დაადასტურა, რომ არხი დატოვა.

.

იგი თავს ისევ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თანამოაზრედ თვლის:„მე და ნიკა გვარამია უკვე 7 წელია ერთად ვიბრძვით და იმედია, მომავალში ეს ბრძოლა ერთად გაგრძელდება.“ ყოფილი პროდიუსერი ადასტურებს, რომ მას თანამშრომლობა შესთავაზა „ფორმულა კრეატივმაც“.

 

„ნამდვილად მქონდა შემოთავაზება [„ფორმულა კრეატივისგან“], ისევე, როგორც სხვა რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება. ვნახოთ, ყველაფერი გამოჩნდება“, – განაცხადა ლაფერაშვილმა

 

აქვე ვერცელდება ინფორმაცია, რომ გადაცემების ყოფილი პროდიუსერი დავით კეზერაშვილის მიერ გახსნილ ტელევიზიასთან იწყებს თანამშრომლობას.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )