გვარამიას სასამართლომ გირაოს სახით 40 ათასი ლარი შეუფარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა

გვარამიას სასამართლომ გირაოს სახით 40 ათასი ლარი შეუფარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა

loading...

გუშინ, გვიან ღამით ნიკა გვარამიას სასამართლო დასრულდა, სადაც მოსამართლემ მას გირაოს სახით 40 ათასი ლარი შეუფარდა და ქვეყნის დატოვებაც აუკრძალა. გირაოს გადასახდელად გვარამიას ერთ თვიანი ვადა აქვს, თუმცა “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ის თანხის გადახდას არ აპირებს.

მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა ქვეყნის არ დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ შესაძლოა გვარამიას ქვეყანა დაეტოვებინა.

 

„საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულ ნიკა გვარამიას აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება გამოძიების მწარმოებელი ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე“, – განაცხადა მოსამართლემ

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა გირაოს სახით 80 ათას ლარს მოითხოვდა, რომელიც შემდგომში 40 ათასით შეიცვალა.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (1 )