იგოეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იგოეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

loading...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. იგოეთთან მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ავტომობილში სულ 5 ადამიანი იჯდა. მძღოლი და ერთ-ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდნენ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევის მთავარ მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )