მოიხსნება თუ არა 22-ში კომენდანტის საათი – დღეს საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

მოიხსნება თუ არა 22-ში კომენდანტის საათი – დღეს საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

loading...

დღეს, 18 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში შედგა.

სხდომაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის მარნეულის მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გახსნაც.

პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ინფორმაცია მიაწოდეს ბოლნისში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც საკარანტინო რეჟიმი რამდენიმე დღის წინ გამკაცრდა

დღევანდელ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, არ განხილულა კომენდანტის საათის გაუქმება ან გახანგრძლივების საკითხის.

არსებული ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა რამდენიმე დღეში კვლავ იგივე ფორმატში გაიმართება.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )