“მხოლოდ საქართველოში რომ არ ხდება ეგეთები, უკვე წარმოვიდგენ, როგორც ვწერ იტალიელ “ღრუზინკაზე”

“მხოლოდ საქართველოში რომ არ ხდება ეგეთები, უკვე წარმოვიდგენ, როგორც ვწერ იტალიელ “ღრუზინკაზე”

loading...

ქართველი ბლოგერი გურამ შეროზია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

გუშინ საღამოს გაწვიმდა რომში, სახლისკენ მომავალ გზაზე.

ჰოდა, ამ დილის ისტორია მინდოდა მომეყოლა… დილით 8-ზე გამეღვიძა, მეთქი გავიპარები და სისხამ დილით მარტო ვისეირნებ…

ძაან კარგი განწყობაა, უთენია, ყველა სამსახურისკენ მიიჩქარის, მე ახლად გახსნილი კაფეტერიისკენ, ცხელი კაპუჩინოს და თბილი კრუასანის მიმართმევად, რომელიც ჯამში სხვათა შორის 1.6 ევრო ჯდება.

შუქნიშანზე ვდგავართ 15-მდე ადამკანი წითელზე. უცებ მეორე ტროტუარიდან გადმორბის ბადრიჯნისფერ თმიანი, ოდნავ პუტკუნა ქალბატონი, მანქანები გაოცებულები ჩერდებიან და ესეც ისე უყურებს, თითქოს მე მივძუნძულებდე წითელზე.

მიხარია თან, მხოლოდ საქართველოში რომ არ ხდება ეგეთები, უკვე წარმოვიდგენ, როგორც ვწერ იტალიელ “ღრუზინკაზე” და ჰოპ.

ქალი მოახლოვდა, უცებ გადაგვავლო ცივად თვალი ამდენ ადამიანს და “უფ რას მომშტერებიხართ ერთი თქვე საცოდავებოო” ჩაიბუზღუნა იმერული აქცენტით და გზა განაგრძო” , – წერს ბლოგერი.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )