რა უპასუხა ფაშინიანმა კითხვას, – რამ განაპირობა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები შვიდჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სომხეთში?

რა უპასუხა ფაშინიანმა კითხვას, – რამ განაპირობა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები შვიდჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სომხეთში?

loading...
სომხეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 4400-ს აცდა უკვე, გარდაცვლილი კი 60 ადამიანია.
 
16 მაისს ჩატარებულ დიდ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

კითხვაზე, “რამ განაპირობა ის, რომ მეზობელ საქართველოში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევები შვიდჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენთან – არასწორი ციფრებით, იღბლით თუ კარგი მუშაობით”? –  ასე უპასუხა:

“ამ შემთხვევაში უნდა იქნეს გათვალისწინებული ის, თუ რამდენი ტესტია ჩატარებული სხვა ქვეყნებში და რამდენი ჩვენთან. მაგალითად, გუშინ ჩვენთან 1400 ტესტირება ჩატარდა. არიან ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც

უსიმპტომო პაციენტებს ავადმყოფებად არ მიიჩნევენ. მათ სახლში აგზავნიან და ეუბნებიან, ჩაი დალიეთო. ანუ არსებობს განსხვავება მიდგომებში, შეიძლება იყოს სხვა გარემოებებიც”.

 

აღსანიშნავია, რომ 17 მაისის მონაცემებით, სომხეთში 40 230 ტესტია ჩატარებული, საქართველოში კი – 36 248.  დაინფიცირებულია 695, გარდაცვლილია 12.

 

“მე ჩვენს მეზობლებზე ცუდი არაფერი მითქვამს და

არც ვიტყვი. მე არც ის არ მითქვამს, რომ მათგან რომელიმე კორონავირუსის შესახებ არასწორ მონაცემებს ავრცელებს-მეთქი. უბრალოდ, მე კითხვა დავსვი: განა მსოფლიოს ყველა ქვეყანა სწორ მონაცემებს ავრცელებს – მეთქი?..

 

ჩვენთან იყო კორონავირუსის აფეთქებები. მსგავსი სიტუაციების წინასწარ გამოცნობა და პროგნოზირება ძალიან რთულია. იყო შემთხვევეები, როცა მედიკოსები სახლებში დადიოდნენ ტემპერატურის გასაზომად, მათ კი კარს არ უღებდნენ და ეუბნებოდნენ, – არანაირი პრობლემები არ გვაქვსო. სინამდვილეში კი მათ რაღაც ოჯახური ღონისძიებები ჰქონდათ და მისი გადადება არ უნდოდათ. იმ დროს საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ იყო გამოცხადებული და რომ ყოფილიყო, მაშინ კარს ძალით გააღებდნენ”, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, კორონავირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს და ამ მხრივ ყველა ქვეყანა თითქმის ერთი და იგივე სიტუაციაშია.
“ამ დროს არსებობს პოლიტიკური მიდგომების პრობლემა. არავის შეუძლია თქვას, რომ მიდგომები, რომლითაც ესა თუ ის ქვეყანა სარგებლობს, სწორია თუ მცდარი. ასეთ დროს ყოველ ნაბიჯს თავისი ეკონომიკური შედეგი მოსდევს. ბევრი ევროპული სახელმწიფო გზადაგზა თავიანთ მიდგომებს და ფორმებს ცვლის – ჯერ აღებენ საზღვრებს, შემდეგ კი ისევ ხურავენ. ახლა ყველა აღებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ კორონავირუსი გაქრა, არამედ იმიტომ, რომ ამისი ატანა უკვე აღარ შეუძლიათ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. წყარო
loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )