საქართველოში საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა შესაძლოა ფასიანი გახდეს

საქართველოში საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა შესაძლოა ფასიანი გახდეს

loading...

საქართველოში საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა შესაძლოა ფასიანი გახდეს. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა. როგორც ქარსელაძემ განაცხადა, სულ მალე კვლევა ჩატარდება, რომელიც გადაწყვეტს იქნება თუ არა ფასიანი მოძრაობა საავტომობილო მაგისტრალზე.

„ფასიან გზებთან დაკავშირებით, რომელიც არის წარმატებული ქვეყნების გავრცელებული პრაქტიკა, ვმუშაობთ ამჟამად შესაბამისი კვლევის ჩასატარებლად, რომელიც გაგვცემს პასუხს, თუ რომელ მონაკვეთზე, რამდენი, როგორ, ვისზე უნდა გავრცელდეს ეს. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთებზე და შემდეგ მთლიანად მაგისტრალზე, მოხდეს ამის განვითარება.“- განაცხადა ქარსელაძემ.

ფასიან გზაზე გადაადგილების დროს, მძღოლებმა გარკვეულ ადგილებზე ავტომანქანა უნდა გააჩერონ და გზის გასაგრძელებლად ფიქსირებული თანხა გადაიხადონ. არსებობს გადახდის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ელექტრონულიც. მსოფლიოში არსებული პრაქტიკის მიხედვით, საფასური, რომელიც გზატკეცილებზეა დაწესებული, ახალი გზების მშენებლობის, არსებული გზის მოვლა-პატრონობის ან მის ასაშენებლად დახარჯული თანხების დასაფარად

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )