ფაქტობრივად, ტყის მცველების ფუნქცია გვეკისრება – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ფაქტობრივად, ტყის მცველების ფუნქცია გვეკისრება – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

loading...

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან “ტყის კოდექსში” შეტანილი ცვლილებით, ეკლესია, ფაქტობრივად, ტყის მცველი ხდება და ტყეზე ზრუნვა ევალება.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას მანამდე განაცხადა, სანამ პარალმენტი დაამტკიცებდა კანონპროექტს, რომლის საშუალებითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი.

“ტყის გადმოცემა ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ეკლესიას უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა. პირობას გაძლევთ ნამდვილად, რომ ეკლესია, არც სასულიერო პირი, არავინ მეგულება მე ასეთი ბარბაროსი, რომ ტყე მიიღოს, გაჩეხოს, გაყიდოს და აღარ იყოს მერე ტყე. საქართველოში 95% მოსახლეობის თავის თავს თვლის მართლმადიდებელ ქრისტიანად და უმცირესობა როგორ დაიცავს უმრავლესობის ქონებას. ეს არის სახელმწიფო ქონება, ეროვნული ქონება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა. მის კომენტარს “ფორმულა” ავრცელებს.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ფაქტობრივად, ეკლესია იქნება ტყის მცველი, მიტროპოლიტმა თქვა, რომ ეს ასე იქნება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მართლა გადასცემს ტყეებს.

“თუ ეს მართლააესე მოხდა, ფაქტობრივად, დავალებას გვაძლევენ, რომ ტყის მცველები ვიყოთ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )