ქართველი მამაკაცი ესპანეთში ბრაზილიელი ქალის გაუპატიურების ფიგურანტია

ქართველი მამაკაცი ესპანეთში ბრაზილიელი ქალის გაუპატიურების ფიგურანტია

loading...

ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ ბილბაოში 25 წლის ბრაზილიელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი ქართველია.

ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ქალი ჩხუბის შემდეგ ქუჩაში გაცნობილ მამაკაცთან ბინაში ასვლას დათანხმდა.

დაზარალებულის თქმით, „თეთრი ფერის ფხვნილი გაურიეს, რის გამოც მან წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგა“.

გამოძიების ცნობით, გონების დაკარგვამდე ქალი ძმას დაუკავშირდა. სწორედ ასე მოხერხდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

პოლიციამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილები. მათ შორის ერთი ქართველი, ორი ალჟირელი და ერთი ესპანელია. ექსპერტიზამ დაზარალებული გოგონას სისხლში მოძალადეების ბიოლოგიური კვალი დაადასტურა.

loading...
CATEGORIES
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )