ძალიან მაინტერესებს როგორ დააკავებენ სააკაშვილს, რომ საქართველოს საქმეებში არ ჩაერიოს – გახარია

ძალიან მაინტერესებს როგორ დააკავებენ სააკაშვილს, რომ საქართველოს საქმეებში არ ჩაერიოს – გახარია

loading...

ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობის მიღებას გამოეხმაურა.

გახარიას თქმით, ძალიან საინტერესოა, როგორ დააკავებენ სააკაშვილს, როდესაც ის საქართველოს საქმეებში ჩარევას დაიწყებს.

“როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით”

„გასაგებია, რომ ის დაინიშნა არა მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, არამედ რაღაც მრჩევლად თუ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს მაინც გაურკვეველია. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ოდესის შემდგომ, რა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გაურკვეველი ისტორიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები დაგვებრუნებინა ნორმალურ, სტრატეგიული მოკავშირეობის ფარგლებში. მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული და ვიმყოფებოდი კიევში, მქონდა შეხვედრები. ჩვენს ელჩს ვიწვევთ კონსულტაციებისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენონ, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრემიერმა.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )