11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

loading...

ვერძი – რომანტიკული ნაცნობობა გელით და თუ ადამიანი მოგეწონათ, ეცადეთ, არ დაკარგოთ იგი. თქვენ აუცილებლად გექნებათ საერთო მომავალი.

კურო – ენერგიული ხართ და ვალდებულებებს მეტი პასუხისმგებლობით მოაგვარებთ. კარგი დღეა ახალი თანამოაზრეების მოსაზიდად. ზოგიერთი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება.

ტყუპი – მოსაწყენი ვალდებულებებიც კი მხიარულად უნდა შეასრულოთ. იყავით მეტად აქტიური და ღიმილიანი. განსაკუთრებით, საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას.

კირჩხიბი – დაფიქრდით, ბოლოს როდის შეხვდით მეგობრებს, ნათესავებს და იმხიარულეთ? საღამოს ახლობლები შეკრიბეთ, გემრიელობებით გაუმასპინძლდით და გასართობი თემებიც მოიფიქრეთ.

ლომი – მოერიდეთ გაურკვევლობას ურთიერთობაში და ქაოსს საქმეებში,

პირად ნივთებში. შეიძლება ახალი შემოქმედებითი იდეები გაგიჩნდეთ. გარშემო მყოფებთან იყავით კეთილგანწყობილი.

ქალწული – მოგზაურობის, ქალაქგარეთ გამგზავრების და დროის მხიარულად გატარების დღეა. იყავით პოზიტიური და მოეშვით საქმეებზე ფიქრს.

სასწორი – დღეს შეიძლება ახლობელმა ისეთი რაღაც გითხრათ, რასაც თავად ვერ ამჩნევდით ან რამაც შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება.

მორიელი – მნიშვნელოვანი ინფორმაციების დღეა. ზოგი საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ და ზოგიც ხელს შეგიშლით. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

მშვილდოსანი – მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ერთმა არასწორმა ნაბიჯმაც კი შეიძლება ხელი შეგიშალოთ მიზნების განხორციელებაში. მეტად დაუგდეთ ყური მეგობრებისა და კოლეგების კომენტარებს.

თხის რქა – თავისუფლების, მხიარულების დღე დაგიდგათ. მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, ესტუმრეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. დატკბით უსაქმურობით.

მერწყული – შეეხმიანეთ მეგობრებს, ყური დაუგდეთ უფროსი ნათესავების რჩევებს. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გარემოცვაში.

თევზები – ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ ან ბოროტად ისარგებლონ თქვენი კეთილგანწყობით. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, მალე ყველაფერი გაირკვევა.

loading...
CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )