5 სერიული მკვლელი ქალი, რომელზეც არაფერი გსმენიათ

5 სერიული მკვლელი ქალი, რომელზეც არაფერი გსმენიათ

loading...

ისტორიაში შემონახულ ცნობილ კრიმინალურ ქმედებებს შორის სერიული მკვლელების მიერ ჩადენილი დანაშაულებები ცივსისხლიანობითა და წარმოუდგენელი სისასტიკით გამოირჩევა. სერიულ მკვლელს უწოდებენ ისეთ პიროვნებას, რომელმაც სამი ან მეტი ადამიანი სხვადასხვა დროის შუალედში მოკლა.

მათი მკვლელობების მოტივები ძირითადად დევიაციური ფსიქოლოგიური წარმოდგენებითაა განპირობებული, რომლებსაც ხშირად თან ერთვის სექსუალური ხასიათის ელემენტები. სერიულ მკვლელებს ასევე ახასიათებთ მსხვერპლების კონკრეტული ნიშნით გამორჩევა, იქნება ეს სქესი, ასაკი თუ რასა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დამნაშავეების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ცნობილია ხოლმე, უმეტესად მხოლოდ კაცი სერიული მკვლელების შესახებ გვსმენია. არადა, ისტორიას არაერთი ქალი დამნაშავე ახსოვს, რომელთაც ყველას თავიანთი უსაზღვრო ძალადობითა და დაუნდობლობით დაამახსოვრეს თავი.

ამ სტატიაში სწორედ ათი ასეთი ცნობილი სერიული მკვლელის შესახებ გიამბობთ.

1. ეილინ უორნოსი

1989-90 წლებში ეილინ უორნოსმა 7 ადამიანი იარაღით მოკლა. ის სექს-მუშაკი იყო და როგორც შემდეგ ამბობდა, ყველა მკვლელობისას გაუპატიურებისაგან იცავდა თავს. სასამართლომ ის ბრალდებულად ცნო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რაც 2002 წელს აღსრულდა.

ეილინ უორნოსის შესახებ ცნობილი ფილმი Monster გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს შარლიზ ტერონი ასრულებს.

2. ხუანა ბარაზა

ქალაქ მეხიკოში 1990 წლიდან 2003 წლამდე ხუანა ბარაზამ თექვსმეტი მოხუცი ქალი მოკლა, თუმცა ადგილობრივ მედიაში ხშირად წერდნენ, რომ რეალურად მისი მსხვერპლების რაოდენობა გაცილებით მეტი, ორმოცდაათამდე იყო.

ხუანა მარტო მცხოვრები მოხუცი ქალების სახლებში დასახმარებლად მიდიოდა, თუმცა შემდეგ მათ ახრჩობდა და ძარცვავდა. სასამართლომ მას 759 წლით პატიმრობა მიუსაჯა და ის დღემდე იხდის ამ სასჯელს.

3. კრისტენ გილბერტი

კრისტენ გილბერტი ომის ვეტერანების სამედიცინო ცენტრში ექთნად მუშაობდა, რა დროსაც ოთხი პაციენტი მათ სხეულებში წამლის გადაჭარბებული დოზის შეყვანით მოკლა. მას კიდევ სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად და 33 წლის ასაკში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

4. ნენი დოსი

ნენი დოსს ხშირად შავ ქვრივადაც მოიხსენიებენ, რადგან მან ოთხი ქმრის მკვლელობა აღიარა – ოთხივე მათგანი დარიშხანით მოწამლა. მას კიდევ შვიდი ადამიანის მკვლელობა დაუმტკიცდა, მათ შორის ორი შვილის, ორი დის, დედისა და შვილიშვილის. ნენი დოსი 1965 წელს ციხეში გარდაიცვალა.

5. მიუკი იშიკავა

1948 წელს ტოკიოში დააპატიმრეს მიუკი იშიკავა, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ სერიულ მკვლელად ითვლება. ის ბებიაქალად მუშაობდა, თუმცა ჩვილი ბავშვები, რომელთა გაჩენაშიც იღებდა მონაწილეობას, უმეტესად კვდებოდნენ. პოლიციამ დაადგინა, რომ ეს ბუნებრივი მიზეზით არ ხდებოდა და იშიკავას ჯამში 103 ახალშობილის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

loading...
CATEGORIES
Share This

COMMENTS

Wordpress (0)
Disqus (0 )